„HydroProject Georgia“ დაფუძნდა 2023 წლის 14 თებერვალს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ჰიდროინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიისა და საინჟინრო-საკონსულტაციო სფეროში ჰიდროლოგიურ მომსახურებას. პროფესიული რესურსები სრულად არის მიმართული ჰიდროლოგიური კვლევებისა და ანალიზების განხორციელებისკენ.
ჩვენ გთავაზობთ ჰიდროლოგიური კვლევების სრულ სპექტრს და შესაბამის ანგარიშებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საინჟინრო დანიშნულებისთვის, მათ შორის:
- ჰესებისთვის
- ხიდებისთვისა და ნაპირსამაგრებისთვის
- მზის პანელების განთავსებისთვის
- ურბანული განვითარების პროექტებისთვის
- სარკინიგზო და საავტომობილო დანიშნულების გზებისთვის
- ირიგაციისთვის
- სასმელი წყლის და წყალარინებისთვის
- მდინარეში ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების განსაზღვრისთვის
- ქვიშა-ხრეშის კარიერებისთვისა და სხვ.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ზუსტი, სანდო, კავკასიის პირობებში აპრობირებული და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ჰიდროლოგიური გადაწყვეტილებები.